ტრეინინგი

2025 წლის 29 სექტემბერს NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლის პერსონალმა მონაწილეობა მიიღო ექსკლუზიურ მასტერკლასშირომელსაც უმასპინძლა McGraw Hill Professional - მა.

 

სემინარი წარდგინეს Harrison's Principles of Internal Medicine - ის ავტორებმადოქტორ Dr. Joseph Loscalzo და დოქტორ Dr. Carol Langford.  ტრენინგი შეეხებოდა ხელოვნური ინტელექტის (AI) როლს სამედიცინო განათლებასა და კლინიკურ გადაწყვეტილებებში.

 

სემინარის ძირითადი ასპექტები იყო:

AI- გამოყენების შესაძლებლობები სასწავლო მეთოდიკისა და სასწავლო პროგრამების განვითარებისთვის;

AI- კლინიკურ გადაწყვეტილებებში გამოყენების სტრატეგიები;

მეთოდები სტუდენტების ჩართულობის გაზრდისა და აქტიური სწავლების მხარდაჭერისთვის.

  •  

პროგრამის განმახორციელებლები  გეგმავენ აღნიშნული ცოდნის ინტეგრირებას ბაკალავრიატის ექთნების სწავლებაში შემდეგი მიმართულებებით:

 

AI- მხარდაჭერილი ინტერაქტიული სასწავლო ინსტრუმენტების გამოყენება;

მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვა სტუდენტების ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენისთვის და სწავლის ადაპტირებისთვის;

სიმულაციებისა და კლინიკური პრაქტიკის გაძლიერება AI-ის მეშვეობით;

კრიტიკული აზროვნებისა და კლინიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარების გაძლიერება.

 

სტუდენტებისათვის თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნა და სასწავლო პროცესში უახლესი ტექნოლოგიების ინტეგრაცია ასახავს უნივერსიტეტის ვალდებულებას სამედიცინო განათლების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში და სტუდენტებისათვის პრაქტიკული უნარების მაქსიმალურად განვითარებაში.

  •  

Logo

უნივერსიტეტი - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

საკონტაქტო ინფორმაცია