„ნეუ ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის“ მედიცინის ინგლისურენოვანმა ერთსაფეხურიანმა საგანმანათლებლო პროგრამამ აკრედიტაცია მოიპოვა.
პროგრამის ხანგრძლივობა ექვსი წელია და მისი დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაცია.
პროგრამა მიზნად ისახავს თანამედროვე სამედიცინო ცოდნის, კლინიკური და კვლევითი უნარების, პროფესიული ეთიკისა და პასუხისმგებლობის მქონე ექიმების მომზადებას. სწავლება აერთიანებს თეორიულ განათლებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინასა და პაციენტზე ორიენტირებულ მიდგომას.
მედიცინის პროგრამის აკრედიტაცია უნივერსიტეტის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც აფართოებს ნეუს საგანმანათლებლო შესაძლებლობებს და ქმნის საფუძველს სამედიცინო განათლების მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
უნივერსიტეტი მადლობას უხდის პროგრამის შემუშავებასა და სააკრედიტაციო პროცესში ჩართულ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კლინიკურ პარტნიორებსა და ყველა მონაწილე პირს.