კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2025 წლის 19 დეკემბერი, 12:00 საათი
კონფერენციის თემა: "ხელოვნური ინტელექტი"
კონფერენციის ჩატარების ადგილი: "ნეუ - ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი", ქ. თბილისი, ჯ. ნადირაძის ქ. №46
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
- აკადემიური და სამეცნიერო - კვლევითი სფეროს წარმომადგენლებს;
- აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს;
- დოქტორანტურის, მაგისტრატურის და ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს;
- დამოუკიდებელ მკვლევარებს.
კონფერენციით გათვალისწინებულია:
- ქართველ და უცხოელ მეცნიერ - მკვლევართა შრომებისა და კვლევების გაცნობა;
- კონფერენციის კრებულის გამოცემა ISBN კოდით;
- პარტნიორული ურთიერთობების ფორმირება და კონტაქტების დამყარება.
საკონფერენციო მასალის გაფორმების ინსტრუქცია და სტრუქტურა:
სატიტულო ფურცელი - უნდა მიეთითოს ავტორის სახელი და გვარი, სამეცნიერო ხარისხი, სტატუსი/თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია (ელ.ფოსტა);
აბსტრაქტი (არაუმეტეს 500 სიტყვა), საკვანძო სიტყვები.
ძირითადი ტექსტი (სტატია): A4 ფორმატის 3 - 7 გვ. შრიფტი - Sylfaen; შრიფტის ზომა - 12; ინტერვალი სტრიქონებს შორის - 1.5 სმ; ველების დაშორება მარჯვენა და მარცხენა მხარეს - 2 სმ, ზედა და ქვედა - 2 სმ; გვერდები უნდა დაინომროს ქვედა მარჯვენა მხარეს.
დასკვნა:
გამოყენებული ლიტერატურა დაწერილ უნდა იყოს რომაული ალფავიტით;
ნაშრომის სათაური, ავტორის სახელი, გვარი, წოდება ინგლისურ ენაზე;
სამეცნიერო სტატიას უნდა ახლდეს აბსტრაქტი ინგლისურ ენაზე. აბსტრაქტი ინგლისურ ენაზე (150-200 სიტყვა), შესრულებული Sylfaen-ში, შრიფტის ზომა - 10;
სტატიას აუცილებლად უნდა ჰქონდეს რეცენზია ქართულ და ინგლისურ ენაზე.
საკონფერენციო მასალები უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@neu.edu.ge
საკონტაქტო პირი საკონფერენციო საკითხებთან დაკავშირებით:
სოფიკო ალფაიძე
599 07 36 76