კონკურსი Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად:
ცხადდება კონკურსი “ნეუ ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის” სამართლისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებების სტუდენტებისთვის, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, „ანგელ კანჩევის“ სახელობის რუსეს უნივერსიტეტში (ბულგარეთი) სტიპენდიის მოსაპოვებლად 2026 - 2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნეუს სამართლისა და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამების III – VI სემესტრის სტუდენტებს.
სწავლების ენა: ინგლისური.
პროგრამა უზრუნველყოფს მობილობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას, კერძოდ:
ყოველთვიურ სტიპენდიას 800 ევროს ოდენობით და ორმხრივი მგზავრობის ბილეთის საფასურს.
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:
- GPA -მინიმუმ 2.5;
- ინგლისური ენის B2 დონის სერტიფიკატი.
სავალდებულო საბუთები:
- სააპლიკაციო ფორმა (დანართი 1);
- CV;
- ფოტო 3X4;
- პასპორტის ასლი;
- მოტივაციის წერილი;
- ცნობა ინსტიტუციიდან აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- ნიშნების ამონაწერი GPA-ის მითითებით;
- ინგლისური ენის სერტიფიკატი;
- სასწავლო ხელშეკრულება (დანართი 2) - საგნების ჩამონათვალის შესაბამისად;
- Erasmus+ პროგრამაში ადრინდელი მონაწილეობის შესახებ განაცხადი (დანართი 3);
- ნაკლები შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სოციალურად დაუცველის სტატუსი, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლობა, შეზღუდული შესაძლებლობა ან ჯანმრთელობის პრობლემა.
საგნების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია რუსეს უნივერსიტეტის Erasmus+ გვერდზე.
საბუთები აპლიკანტმა ინგლისურ ენაზე უნდა გაგზავნოს ნეუს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ელექტრონულ ფოსტაზე: international@neu.edu.ge.
საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ოქტომბერი, 18:00 სთ.
კონკურსის ეტაპები:
წარმოდგენილი საბუთების განხილვა;
გასაუბრება.
გამარჯვებულ კანდიდატებს კონკურსის შედეგებისა და შემდგომი პროცედურების შესახებ ინფორმაცია გაეგზავნებათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ნეუს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: international@neu.edu.ge.