"NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი" აცხადებს საბუთების მიღებას ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველთათვის
ვადა: 2026 წლის 19 აგვისტოდან 2026 წლის 04 სექტემბრის ჩათვლით.
რეგისტრაციისთვის წარმოსადგენია:
- განცხადება რექტორის სახელზე (ადგილზე);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და/ან პასპორტის ასლი დედანთან ერთად;
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დედანი ან მათი ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ფოტოსურათი;
- ვაჟებისათვის წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის მოწმობა ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი;
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
NEU - ში სამაგისტრო განათლება აერთიანებს თანამედროვე აკადემიურ ცოდნას, პრაქტიკულ გამოცდილებასა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს.
შექმენი შენი პროფესიული განვითარების შემდეგი ეტაპი NEU - სთან ერთად
საბუთები მიიღება ადგილზე
მის.: ქ. თბილისი, საბურთალო, ჯ. ნადირაძის 46
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით 0 32 2 18 52 52