ახალი თანამშრომლობა

“NEU ეროვნულ საგანმანათლებლო უნივერსიტეტსა” და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს “NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის” რექტორმა, სალომე პირველმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ. 

 

მემორანდუმის ფარგლებში NEU - ს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი კრიტერიუმებისა და შერჩევის პროცედურების საფუძველზე, გაიარონ სასწავლო პრაქტიკა და სტაჟირება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. აღნიშნული შესაძლებლობა სტუდენტებს მისცემს საშუალებას, უშუალოდ გაეცნონ პროფესიულ სამუშაო გარემოს, განივითარონ პრაქტიკული უნარ - ჩვევები და მიღებული აკადემიური ცოდნა რეალურ საქმიანობას დაუკავშირონ.

 

NEU - სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორობების განვითარება, რომლებიც სტუდენტებს აკადემიური განათლების მიღებასთან ერთად რეალურ პროფესიულ გარემოსთან ურთიერთობის შესაძლებლობას აძლევს. უნივერსიტეტის ერთ - ერთი პრიორიტეტია განათლებასა და პრაქტიკას შორის კავშირის გაძლიერება და სტუდენტებისთვის ისეთი გამოცდილების შექმნა, რომელიც მათ პროფესიულ განვითარებასა და მომავალ კარიერულ გზაზე მნიშვნელოვან საფუძველს შეუქმნის.

 

NEU - განათლება, რომელიც შესაძლებლობებს ქმნის.

Logo

უნივერსიტეტი - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

საკონტაქტო ინფორმაცია