Erasmus+ პროექტის გამარჯვებული

NEU - ს სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალი - ელენე გრიგოლია Erasmus+ პროექტის გამარჯვებულია.

 

პროგრამის ფარგლებში ელენე გრიგოლია აკადემიურ მობილობას განახორციელებს იტალიის ერთ - ერთ გამორჩეულ და ისტორიულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში - University of Naples Federico II-ში, რომელიც ევროპის ერთ - ერთ უძველეს უნივერსიტეტს წარმოადგენს.

 

მობილობის პერიოდში მონაწილე გაეცნობა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევით პრაქტიკებს, ჩაერთვება პროფესიულ და აკადემიურ აქტივობებში, რაც ხელს შეუწყობს ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას.

 

Erasmus+ პროგრამაში გამარჯვება არა მხოლოდ ინდივიდუალური პროფესიული წარმატებაა, არამედ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია NEU-ის ინტერნაციონალიზაციის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ევროპულ აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით.

 

ვულოცავთ ელენე გრიგოლიას ამ მნიშვნელოვან მიღწევას და წარმატებებს ვუსურვებთ პროფესიულ განვითარებაში.

 

Logo

უნივერსიტეტი - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

საკონტაქტო ინფორმაცია