მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი პროექტის კონკურსი

სამეცნიერო კვლევა უმაღლესი განათლების ერთ - ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია. სწორედ კვლევის გზით იქმნება ახალი ცოდნა, ვითარდება ინოვაციები და ყალიბდება თანამედროვე საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის ეფექტიანი მიდგომები. NEU განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კვლევითი კულტურის განვითარებას და სამეცნიერო საქმიანობაში სტუდენტების, აკადემიური და მოწვეული პერსონალის აქტიურ ჩართულობას. სწორედ ამ მიზნით:

 

„ნეუ ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი" აცხადებს კონკურსს მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი პროექტის შესახებ. სამეცნიერო - კვლევითი პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს სამეცნიერო პოტენციალის განვითარებაში.
 
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
 - ნეუ - ს სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს;
 - ნეუ - ს აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს;
 - ნეუ - ს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.
 
საკონკურსო საბუთების მიღების ვადა:
🕕 15.05.2026 დან.
🕕 15.06.2026 ჩათვლით.
 
კონკურსანტებმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
 
 - განცხადება;
 - სამეცნიერო კვლევითი პროექტის აღწერილობა;
 - კვლევითი პროექტის ხარჯთაღრიცხვა;
 - პროექტში მონაწილეთა CV;
 - ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო ბარათი;
 - ცნობა დაკავებული პოზიციის შესახებ.

Logo

უნივერსიტეტი - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

საკონტაქტო ინფორმაცია