„ნეუ - ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის“ სენატი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიური ორგანო.
უნივერსიტეტის სენატი, თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოსკანონის, საქართველოს კანონმდებლობისა და საკუთარი დებულების შესაბამისად.
სენატის შემადგენლობა განისაზღვრება შვიდი წევრით: დამფუძნებელი, რექტორი, სკოლის/სკოლების საბჭოს მიერ წარდგენილი 3 (სამი) აკადემიური აფილირებული პერსონალი, სტუდენტთა თვითმმართველობის მიერ წარდგენილი 2 (ორი) სტუდენტი;
სენატის წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 6 (ექვსი) წლით;
სენატი ამტკიცებს „ნეუ - ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტში“ მოქმედ უკლებლივ ყველა სამართლებრივ დოკუმენტს.