Erasmus+

კონკურსი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის - Erasmus+ მობილობა რუსეს უნივერსიტეტში (ბულგარეთი).

 

ნეუ ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს Erasmus+ პროგრამის ფარგლებში „ანგელ კანჩევის“ სახელობის რუსეს უნივერსიტეტში (ბულგარეთი) დაფინანსებული მობილობით სარგებლობისთვის, 2026 – 2027 სასწავლო წლის შემოდგომის ან გაზაფხულის სემესტრში.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უნივერსიტეტის სამართლისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებების აკადემიურ პერსონალს და  ადმინისტრაციულ პერსონალს.

 

მობილობის პირობები:

მობილობის ხანგრძლივობა შეადგენს 5 სამუშაო დღეს, რომელსაც ემატება მგზავრობისთვის განკუთვნილი 2 დღე.

 

მობილობასთან დაკავშირებული ხარჯები ფინანსდება Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.

 

სამუშაო ენა - ინგლისური.

 

აპლიკანტი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას არანაკლებ B2 დონეზე.

 

აკადემიური პერსონალისთვის სავალდებულოა მასპინძელ უნივერსიტეტში არანაკლებ 8 საათის მოცულობის სალექციო კურსის ჩატარება.

 

კონკურსის ეტაპები:

 

კონკურსი ტარდება ორ ეტაპად:

1. დადგენილ ვადაში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა;

2. გასაუბრება უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიასთან.

 

წარსადგენი დოკუმენტაცია:

CV;

პასპორტის ასლი;

ცნობა სამუშაო ადგილიდან;

შევსებული და ხელმოწერილი მობილობის ხელშეკრულება

1. ხელშეკრულების დანართი აკადემიური პერსონალისთვის

2. ხელშეკრულების დანართი ადმინისტრაციული პერსონალისთვის

 

საკონკურსო განაცხადის წარდგენის ეტაპზე მობილობის ხელშეკრულება ხელმოწერილი უნდა იყოს აპლიკანტის მიერ.

 

უნივერსიტეტის მხრიდან აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეკრულებას ხელს აწერს შესაბამისი სკოლის დეკანი, ხოლო ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეკრულებას - საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი.

 

დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს ინგლისურ ენაზე და გაიგზავნოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ელექტრონულ მისამართზე: international@neu.edu.ge.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 23 ოქტომბერი, 18:00 საათი.

 

კონკურსის მეორე ეტაპზე აპლიკანტები გაივლიან გასაუბრებას უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიასთან. გამარჯვებულ კანდიდატებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

Logo

უნივერსიტეტი - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

საკონტაქტო ინფორმაცია