თანამედროვე ეპოქაში, როდესაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და ჯანდაცვის სისტემის მდგრადი განვითარება სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომელიც მომავალი სამედიცინო კადრების პროფესიულ, პრაქტიკულ და ეთიკურ მომზადებას უზრუნველყოფს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტისა“ და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის – „ვივა მედის“ თანამშრომლობა. აღნიშნული პარტნიორობა ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს სტუდენტებისათვის, რათა მათ თანამედროვე კლინიკურ გარემოში მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, განივითარონ პროფესიული უნარები და უკეთ მოემზადონ სამომავლო პროფესიული საქმიანობისთვის.
თანამედროვე სამედიცინო განათლება ვერ შემოიფარგლება მხოლოდ აუდიტორიული სწავლებით. მისი წარმატება ეფუძნება თეორიული ცოდნისა და კლინიკური პრაქტიკის ერთიანობას, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, რეალურ პროფესიულ გარემოში ჩამოაყალიბონ კლინიკური აზროვნება, პროფესიული პასუხისმგებლობა, ეთიკური ღირებულებები და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა.
NEU განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ისეთი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას, რომლებიც აკადემიურ სივრცეს პრაქტიკულ ჯანდაცვასთან აკავშირებს. სწორედ ასეთი თანამშრომლობები უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების მიწოდებას და ქმნის პირობებს, სადაც სტუდენტები არა მხოლოდ ცოდნას იღებენ, არამედ სწავლობენ მის ეფექტიან და პასუხისმგებლიან გამოყენებას.
გვჯერა, რომ „ვივა მედთან“ თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მომავალი სამედიცინო პროფესიონალების აღზრდის, ჯანდაცვის სფეროს განვითარებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საერთო მიზნების განხორციელების გზაზე.