გზა ახალი მომავლისაკენ

2019 წლის შემდეგ ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი მიზანი დღევანდელი დღე იყო - დღე, როდესაც ზუსტად 14 წლის შემდეგ დავიბრუნებდით იმ აკადემიურ მემკვიდრეობას, რომელიც ოდესღაც ამ უნივერსიტეტს ამაყად ამშვენებდა

 

დღეს მე და ჩემმა გუნდმა ნეუს ახალი ისტორია დავწერეთ! ეს არის გამარჯვება, რომელიც ეკუთვნის ყველას, ვინც ამ გზაზე ჩვენთან ერთად იდგა! ეს არის მაგალითი, რომ ერთგულებით, შრომითა და ერთიანობით შეუძლებელიც შესაძლებელია

 

სამაგისტრო საფეხურის პროგრამის განხორციელებამ დააბრუნა ჩვენი ხმა, დააბრუნა ჩვენი სულ სხვანაირი მომავალი, ჩვენი დიდება და ჩვენი სრულყოფილი მოღვაწეობა ამ სფეროში!

 

ძალიან დიდი სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ მე და ჩემმა გუნდმა ეს შევძელით და, რომ ისტორია მეორდება მაშინ, როცა ჩვენ ვწერთ მას

 

„ნეუ ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის“ რექტორი

სალომე პირველი

Logo

უნივერსიტეტი - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

საკონტაქტო ინფორმაცია