"NEU - ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის" სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტში "საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში".
ევროპის საბჭოს საარჩევნო მხარდაჭერის პროექტი, დემოკრატიზაციის პროცესების მხარდასაჭერის მიზნით, ათ წელზე მეტია თანამშრომლობს ეროვნულ პარტნიორებთან.
პროექტმა, კომპლექსური, დროული და შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებებით, ხელი შეუწყო საქართველოში საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის გაუმჯობესებას 2024 წლიდან.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე საარჩევნო უფლებებთან მიმართებაში ნეუს პროფესორმა ლევან მესხორაძემ ისაუბრა და მონაწილეებს პროექტის თემატიკის ფარგლებში საუკეთესო პრაქტიკები გაუზიარა.