ახალი თანამშრომლობა

"ნეუ ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის" პარტნიორი გახდა "ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი".

 

ეს თანამშრომლობა წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს უნივერსიტეტის პრაქტიკაზე ორიენტირებული განათლების გაძლიერების მიმართულებით. პარტნიორობა სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, პროფესიული ცოდნა რეალურ კლინიკურ გარემოში განამტკიცონ, გაეცნონ თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკას და შეიძინონ ის უნარები, რომლებიც წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის არის აუცილებელი.

 

𝙉𝙀𝙐 - სთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება, რომლებიც სტუდენტების პროფესიულ ზრდას, პრაქტიკული კომპეტენციების განვითარებასა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებას ემსახურება.

 

𝙉𝙀𝙐 - ს სტუდენტებისთვის ეს პარტნიორობა ნიშნავს გაფართოებულ შესაძლებლობებს, რეალურ პროფესიულ პრაქტიკას და მყარ საფუძველს წარმატებული კარიერისთვის.

Logo

უნივერსიტეტი - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

საკონტაქტო ინფორმაცია