ტრენინგი

ზოგადი ექთნის გადამზადების სასერტიფიკატო კურსი 👨‍⚕️

 

განივითარეთ კლინიკური უნარები;

გაიძლიერეთ პროფესიული თავდაჯერებულობა;

აიმაღლეთ თქვენი საექთნო პრაქტიკის სტანდარტი.

 

ზოგადი ექთნის გადამზადების სასერტიფიკატო კურსი შექმნილია თანამედროვე ჯანდაცვის მოთხოვნებთან შესაბამისი პრაქტიკული ცოდნის, პროფესიული სტანდარტებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული (Evidence - Based) მიდგომების გასაძლიერებლად.

 

ვისათვის არის კურსი?

-  ექთნებისთვის (პროფესიული/ბაკალავრი);
- მოქმედი ექთნები, რომლებსაც სჭირდებათ სპეციალიზაცია;
- ექთნებისთვის, რომლებიც ბრუნდებიან პროფესიაში;
- ექთნები რომლებიც შედიან პროფესიაში (ახალი კურსდამთავრებულები).
 
კურსის სტრუქტურა - 60 საათი;
თეორია - 20 სთ (ონლაინ/აუდიტორიული);
პრაქტიკა - 40 სთ (კლინიკა/სიმულაცია).
 
კურსის ღირებულება - 500 ლარი.
 
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი, რომელშიც მითითებული იქნება საათების რაოდენობა და მიღებული კომპეტენციები.
 
ტრენერები:
- ქეთევან ქოქიაური - ექთან ტრენერი, NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
- თამარ შარაშენიძე - ექთან ტრენერი, NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლის დეკანი - პროფესორი;
- ქეთევან გარსევანიშვილი - ექთან ტრენერი, საქართველოს ექთნების ასოციაციის პრეზიდენტი;
- ნინო კასრაძე - პირველადი გადაუდებელი დახმარების და სამედიცინო/საექთნო კურსების საერთაშორისო ტრენერი, NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის “საექთნო საქმის” საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი;
- ჯილდა ჭეიშვილი - NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის წარმომადგენელი.
 
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/4DotjME2cjCSXCNp9
  

ძირითადი სასწავლო თემები

 

✔️ საექთნო პრაქტიკის სტანდარტები;

✔️ ექთნის პროფესიული როლი და ეთიკა;

✔️ პაციენტთან ეფექტური კომუნიკაცია;

✔️ საექთნო დოკუმენტირება;

✔️ პაციენტის უსაფრთხოება და ხარისხის სტანდარტები;

✔️ საექთნო საქმის სამართლებრივი ასპექტები;

✔️ კონფიდენციალურობა და პრივატულობა

✔️ ინფექციის პრევენცია და კონტროლი;

✔️ მედიკამენტების უსაფრთხო მართვა;

✔️ საექთნო მანიპულაციები;

✔️ გუნდური მუშაობის პრინციპები საექთნო საქმეში;

✔️ Evidence-Based Nursing – პრაქტიკული გამოყენება.

 

პრაქტიკული ნაწილი:

კლინიკური პროცედურები:

 

- კუნთშიდა (IM), კანქვეშა (SC) და კანისშიგა (ID) ინექციები;

- ინტრავენური კათეტერიზაცია და ინფუზიური თერაპია;

- სისხლის აღება პერიფერიული ვენიდან და არტერიიდან;

- ვიტალური ნიშნების შეფასება;

- ნაზოგასტრალური მილის ჩადგმა, ამოღება და კვება;

- ენდოტრაქეული მილის მოვლა და ტრაქეის სანაცია;

- სტომების ტიპები და მოვლა;

- ნაწოლების პრევენცია და მართვა;

- შარდის ბუშტის კათეტერიზაცია (ქალებში და კაცებში);

- შარდის ნიმუშის აღება;

- პაპ-ტესტი;

- პაციენტის ჰიგიენა;

- ჭრილობების ტიპები და მართვა;

- სისხლდენის კონტროლი (დახურული და ღია სისხლდენა, ტურნიკეტის გამოყენება).

 

გადაუდებელი და კრიტიკული დახმარება

 

- სასუნთქი გზების მართვის საბაზისო ტექნიკები;

- არაინვაზიური ვენტილაციის მეთოდები;

- პაციენტის ტრანსპორტირება და პოზიციონირება;

- ელექტროკარდიოგრაფიის (ECG) ტექნიკა;

- მინი მენტალური სტატუსის ტესტი (MMSE);

- გლაზგოს კომის სკალა (GCS);

- ტრიაჟი - ESI დონეები და ფერებით კოდირება;

- შოკის ტიპები და მართვა;

- BLS (ზრდასრულებში და ბავშვებში);

- AED - ის გამოყენება ყველა ასაკობრივ ჯგუფში;

- ACLS - ის პრინციპები;

- ანაფილაქსიის ამოცნობა და პირველადი დახმარება;

- დოზის გადაჭარბების ამოცნობა და პირველადი დახმარება;

- პირველადი დახმარება დამწვრობის დროს;

- გარემო ტრავმები (სიცხე, სიცივე);

- კატასტროფების მართვა და მასობრივი მსხვერპლის შემთხვევები;

- პაციენტის გადაადგილება და პოზიციონირება საწოლში;

- იმობილიზაცია და კისრის საყელოს გამოყენება.

 

რატომ  უნდა აირჩიოთ ეს კურსი?

✔️ 60-საათიანი ინტენსიური და პრაქტიკაზე ორიენტირებული პროგრამა;
✔️ სიმულაციური და კლინიკური სწავლება;
✔️ მტკიცებულებებზე დაფუძნებული თანამედროვე მიდგომები;
✔️ გამოცდილი ტრენერები;
✔️ სერტიფიცირება მიღებული კომპეტენციების მითითებით.

 

 

სწავლება ჩატარდება NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ თანამედროვე სიმულაციურ სასწავლო ცენტრში, უახლესი მულაჟებისა და სიმულაციური აღჭურვილობის გამოყენებით.

 

 

Logo

უნივერსიტეტი - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

საკონტაქტო ინფორმაცია