საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებზე წვდომა:
Cambridge Journals Online - ბაზა მოიცავს 360 დასახელების აკადემიურ ჟურნალს და 30 000-ზე მეტი დასახელების ელექტრონულ წიგნს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში: ეკონომიკა, მათემატიკა, პოლიტიკა, ასტრონომია და ა.შ.
e-Duke Journals Scholarly Collection – ბაზა ღია წვდომის საშეალებას იძლევა Duke University Press-ის მიერ გამოცემულ წიგნებსა და ჟურნალებზე. ეს გამომცემლობა ყოველწლიურად გამოსცემს 120 დასახელების ახალ წიგნსა და 50-ზე მეტ ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალს სხვადასხვა სამეცნიერო დარგში.
Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books – ბაზა მოიცავს სამეცნიერო კვლევებს, მონოგრაფიებს, სახელმძღვანელოებს, ლექსიკონებს, ენციკლოპედიებს და ჟურნალებს ეკონომიკაში, ბიზნესში, სოციალურ მეცნიერებებში და სამართალში. მათ მიერ გამოცემულ ავტორებს შორის 14 ნობელის პრემიის ლაურეატია.
IMechE Journals – ბაზა მოიცავს სამეცნიერო ჟურნალებს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. ჯანდაცვისა და ბიოსამედიცინო სფეროებში, ინჟინერიისა და ფიზიკის მეცნიერებებში.
Royal Society Journals Collection – ბაზა მოიცავს ბიოლოგიის, ფიზიკისა და საინჟინრო-მათემატიკურ მეცნიერებებს, გარემოსა და კლიმატის შესახებ მიმართულებებს და სხვ.
SAGE Journals – ბაზა მოიცავს სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებების 900-ზე მეტი დასახელების ჟურნალს და 700 000-ზე მეტ პუბლიკაციას. ჩვენი მომხმარებლისათვის მასალებზე წვდომა შესაძლებელია 199 წლიდან დღემდე გამოქვეყნებულ რესურსებზე.
Openedition Journals - ბაზა აერთიანებს 4 პლატფორმას, რომელიც ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ელექტრონულ რესურსებს მოიცავს.
Edward Elgar Publishing Journals
Mathematical Sciences Publishers Journals
PubMed - PubMed არის ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკისა (NLM) და ეროვნულ ბიოტექნოლოგიურ ინფორმაციის ცენტრის (NCBI) მიერ უზრუნველყოფილი საძიებო პლატფორმა, რომელიც MEDLINE ‑ ის, სიცოცხლის მეცნიერებების ჟურნალებისა და ონლაინ წიგნების 36‑ზე მეტ მილიონ ჩანაწერს აერთიანებს;
Cochrane Library - კოხრენის ბიბლიოთეკა (Cochrane Library) არის სანდო სამეცნიერო მონაცემთა ბაზა, საექთნო პრაქტიკის თვალსაზრისით, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს რესურსს, რომელიც ეხმარება ექთნებს მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში. ის მოიცავს სისტემატურ მიმოხილვებს თემებზე, კოხრენის ბიბლიოთეკაში წარმოდგენილი კვლევები ეფუძნება მაღალი ხარისხის კლინიკურ მტკიცებულებებს, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო, ეფექტური და თანამედროვე საექთნო ჩარევების დაგეგმვასა და შესრულებას;
ERIC (Education Resources Information Center) - ERIC არის მნიშვნელოვანი რესურსი ექთნებისთვის, მასწავლებლებისთვის და სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ექთნობის სწავლების მეთოდებით, კლინიკური სწავლების შეფასებით, სიმულაციური სწავლებით, ინტერპროფესიული განათლებითა და პროფესიული განვითარებით.