უკან დაბრუნება reply

    დაშვების წინაპირობა

საქართველოს მოქალაქეებისათვის  - პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების (რანჟირების დოკუმენტის) საფუძველზე ან უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში დადგენილი წესის შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების საფუძველზე. 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე:

 

- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი განათლება ან მისი ეკვივალენტური განათლება;

- საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი განათლება ან მისი ეკვივალენტური განათლება და რომლებიც სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელს სწავლობდნენ უცხო ქვეყანაში (ინგლისურენოვან ქვეყანაში);

- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

- საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

ინგლისური ენის კომპონენტი:

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების შემთხვევაში ინგლისური ენის ჩაბარება აუცილებელი პირობაა (უნივერსიტეტის მიერ დადგენილი კოეფიციენტებისა და საგნობრივი მინიმალური ბარიერის გათვალისწინებით).

 

უცხოელი სტუდენტებისათვის ინგლისური ენის კომპონენტის შეფასება / დადასტურება ხორციელდება:

პირის მიერ მინიმუმ ინგლისური ენის B1 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენით (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert®) EnglishScore და სხვ. ან ინგლისურ ენაზე მიღებული განათლების მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე აბიტურიენტებისთვის შესაბამისი დოკუმენტის (მაგ.: ატესტატი, სერტიფიკატი და სხვა.) წარმოდგენისას. ასევე, საქართველოს მოქალაქისთვის, რომელმაც ინგლისურ ენაზე უცხო ქვეყანაში მიიღო სრული ზოგადი განათლება, ან მისი ეკვივალენტური განათლება და, რომელიც სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელს სწავლობდა უცხო ქვეყანაში და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს (მაგ.: ატესტატი, სერტიფიკატი და სხვა.).

 

 

 

 

Logo

უნივერსიტეტი - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

საკონტაქტო ინფორმაცია