თამარ შარაშენიძე 

 

ჯანდაცვის სკოლის დეკანი

 

ელ.ფოსტა: tsharashenidze@neu.edu.ge 

 

 

📖 ჯანდაცვის სკოლის დებულება

 

 

ჯანდაცვის სკოლა

 

„ნეუ ეროვნულ საგანმანათლებლო უნივერსიტეტში“ მოქმედი ჯანდაცვის სკოლა დაარსდა  მედიცინის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით. სკოლის მიზანია მაღალი სტანდარტების საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო აქტივობების განხორციელების გზით. ჯანდაცვის სკოლის  სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ საფუძვლიანი განათლება საბაზისო, კლინიკურ და სოციალურ დარგებში, რაც უზრუნველყოფს ძლიერი პრაქტიკული და კლინიკური კომპონენტის განვითარებას. სკოლის სტუდენტები დაეუფლებიან ცოდნასა და უნარებს, რომლებიც დამყარებულია პაციენტის საჭიროებებზე, პოპულაციური ჯანმრთელობისა და საზოგადოების კეთილდღეობის შენარჩუნებაზე.

 

ჯანდაცვის სკოლის მისია

 

„ნეუ ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი“ ქმნის თანამედროვე სასწავლო გარემოს ინოვაციური მეთოდების დანერგვით. უნივერსიტეტი მუდმივ ცვალებად ციფრულ ეპოქაში უზრუნველყოფს მოამზადოს შრომის ბაზრისათვის კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური და სოციალურად მაღალი ცნობიერების მქონე თაობები. საგანმანათლებლო პროგრამა ორიენტირებულია ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარს მიაწოდოს სამედიცინო სფეროში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისი განათლების მქონე დარგის კონკურენტუნარიანი სპეციალისტები.

მისიიდან გამომდინარე „მედიცინის“ ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა ორიენტირებულია მოამზადოს სტრატეგიულად მოაზროვნე სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ ეფექტური მართვისა და განვითარების უნარი.

 

პროგრამის ფარგლებში მოქმედი ლაბორატორიები:

 

კლინიკური უნარების სიმულაციური ცენტრი

 

კლინიკური უნარების ცენტრი განკუთვნილია ჯანდაცვის სკოლაში არსებული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების პროფესიული კომპეტენციებისა და კლინიკური/ პრაქტიკული უნარების განვითარებისათვის. ცენტრი მოიცავს ოთხ სრულად აღჭურვილ სასწავლო ოთახს, სადაც გამოყენებულია უახლესი თაობის სიმულატორები და მანეკენები. ოთახები ისეა განაწილებული და აღჭურვილი  რომ სრულიად შესაძლებელია ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის ჩატარება. კლინიკური უნარების სიმულაციური ცენტრი გამოიყენება სწავლების საბაზისო საფეხურზე, რაც სტუდენტებს აძლევს საშუალებას პრეკლინიკურ ფაზაშივე დაეუფლონ კლინიკურ გარემოში საჭირო უნარებსა და მანიპულაციებს.

 

ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო მოდელებით, მათ შორის: CPR მანეკენი (ოჯახური მოდელი) და AED სასწავლო მოდული, Choking მანეკენი, ქირურგიული ნაკერის დადების, ქირურგიული/ტრავმის მულაჟი,  მულტიფუნქციური მოვლის მანეკენები - ქალი და კაცი, პედიატრიული მულაჟი, წნევის გაზომვის სიმულატორი, ტრაქეოსტომის მულაჟისამეოანო - გინეკოლოგიურ მულაჟი, შარდის ბუშტის კათეტერიზაციის მულაჟი და სხვა თანამედროვე საშუალებებით.

 

 

სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობენ გამოცდილი კლინიკური ინსტრუქტორები და აკადემიური მენტორები, რომლებიც სტუდენტებს აძლევენ ინდივიდუალურ უკუკავშირს და ეხმარებიან პროფესიული უნარების დახვეწაში.

 

ბიოქიმიისა და მიკრობიოლოგიის სამედიცინო სწავლების ლაბორატორია

 

ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო და ლაბორატორიული მოწყობილობებით, მათ შორის ლაბორატორიული მაგიდებით, გამწოვი კარადით, მაცივრით, სველი წერტილით, ცენტრიფუგით, სინჯარებით, პიპეტებით და სხვა აუცილებელი აპარატურით. აღნიშნული გარემო უზრუნველყოფს: საექთნო პროფესიული უნარების განვითარებას, ლაბორატორიული სამუშაოების დამოუკიდებლად და უსაფრთხოდ ჩატარებას და უსაფრთხოების ნორმების დაცვას. ლაბორატორია სრულად პასუხობს თანამედროვე სამედიცინო განათლების საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფს პრაქტიკული სწავლების უსაფრთხო და ეფექტურ გარემოს თითოეული სტუდენტისთვის.

 

ჰისტოლოგიური და პათოლოგიების სამედიცინო სწავლების ლაბორატორია

 

ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე მიკროსკოპებით, ნორმალური და პათოლოგიური სლაიდებით, რაც უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის საექთნო პროფესიული უნარების განვითარებას და უსაფრთხოების ნორმების დაცვას. ლაბორატორია უზრუნველყოფს ჰისტოლოგიისა და პათოლოგიის პრაქტიკული უნარების ეფექტურ განვითარებას, უსაფრთხო და თანამედროვე სასწავლო გარემოში.

 

ანატომიის სამედიცინო სწავლების ლაბორატორია

 

ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო აღჭურვილობით, მათ შორის ანატომიური მანეკენებით, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს:

 

პრაქტიკულად შეისწავლონ ადამიანის ანატომიის სტრუქტურები;

გაეცნონ ორგანოებისა და სისტემების კლინიკურად მნიშვნელოვან თავისებურებებს;

შეიძინონ პრაქტიკული უნარები, საჭიროებები საექთნო პროფესიაში.

 

ლაბორატორია უზრუნველყოფს ანატომიის სწავლების მდიდარ, ინტერაქტიურ და თანამედროვე გამოცდილებას სტუდენტებისთვის.

 

პარტნიორი კლინიკები:

 

სამედიცინო ცენტრი "ვივამედი"';

„ინტეგრაციული და ოსტეოპატთიური მედიცინის ცენტრი“;

შპს „დიაკორი“;

შპს „ემბრიო“;

შპს  „სითიმედიქალი“;

შპს  „კლინიკა ემბრიო“;

შპს „ჯეო ჰოსპიტალს“;

შპს „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა“;

შპს „თბილისის პედიატრიული პრივატ კლინიკა“;

შპს „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“;

შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“;

შპს „ქართულ ჰოლანდიური ჰოსპიტალი“.

 

 

Logo

უნივერსიტეტი - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

საკონტაქტო ინფორმაცია